მარნეულის მცხოვრებლებმა მუნიპალიტეტიდან გაპარვა სცადეს

  • 26 მარტი 12:43

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ადგილობრივები ტერიტორიის დატოვებას იალღუჯის ფერდობის გავლით რუსთავის მიმართულებით აპირებდნენ.

აღნიშნული სამართალდარღვევა რუსთავის პოლიციამ აღკვეთა და პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტიდან გაპარვას ცდილობდნენ, უკან გააბრუნა.


შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი, პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განკარგულებით, 22 მარტიდან ჩაიკეტა. მუნიციპალიტეტების გასასველელებსა და შესასვლელებში მობილიზებულია სამართალდამცავთა და თავდაცვითი სამინისტროს ეკიპაჟები.


პოლიციელები ჯარისკაცებთან ერთად ქალაქში შემსვლელებს აკონტროლებენ და იქიდან გამოსვლის უფლებას აღარავის აძლევენ. თუმცა რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა გზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება მაინც სცადა.


მსგავსი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ყველა ალტერნატიულ გზაზე სამხედროები განთავსდნენ. ძირითადი საგუშაგო არის ძველი ნაგავსაყრელის მიმდებარედ, თუმცა ამ დროის ინფორმაციით ვითარება სხვადასხვა პოზიციიდან კონტროლდება, მათ შორის მიმდინარეობს საჰაეორო გადაღება და კანონდამრღვევების იდენტიფიკაცია.


ქვემო ქართლის ორი მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც მარნეულის ერთ-ერთი ჰოსპიტალში 62 წლის ქალს COVID19 აღმოაჩნდა, რომელთანაც პირდაპირი და ირიბი კონტაქტი 1700-მდე ადამიანს დაუდგინდა. მას შემდეგ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული და იქიდან გამოსვლის უფლება არავის აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ: 


„ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მარნეულიდან. ასეთი სტატუსის დაწერა თუ მომიწევდა, არ მეგონა"


მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა


წყარო