დღის რჩევა: მოერიდეთ კამათს, ყვირილს და აგრესიის გამოვლენას

  • 26 მარტი 10:31

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ კამათს, ყვირილს და აგრესიის გამოვლენას. მშვიდად განიხილეთ პარტნიორებთან თქვენთვის საინტერესო საკითხები, ნუ მოუსმენთ სხვათა რჩევებს, დამოუკიდებლად მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად და სამომავლო გეგმების დასასახად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილით, ბოსტნეულით და ციტრუსით. თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.


წყარო.


ასევე დაგაინტერეებთ:


ფინანსური ჰოროსკოპი


საქორწინო ჰოროსკოპი