ამირან გამყრელიძე: ჩინელებმა გვაჩუქეს აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს

  • 26 მარტი 10:12

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “მოამბესთან” განაცხადა, რომ ჩინელებმა აჩუქეს აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს

"ბოდიში ამ სიტყვაზე და, იმაზე „ჩაციკვლა“, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება, პანაცეა იყოს და ქვეყანაში სწრაფი ტესტები შემოვა თუ არა, ყველაფერს უცებ გადავწყვეტთ, სწორი მიდგომა არ არის. რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ოქროს სტანდარტი. ოქროს სტანდარტი გვაქვს და დღეს ჩამოვიდა ტესტი, რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს. სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო