მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

  • 26 მარტი 09:46

საქარველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასები დაზღვეული იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.


ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


წყარო