დიდი ოცეულის ლიდერები კორონავირუსთან ბრძოლის გეგმაზე იმსჯელებენ

  • 26 მარტი 09:36

დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ გეგმაზე იმსჯელებენ. 

საგანგებო სამიტზე დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები "კოვიდ-19"-ის გავრცელების შესაჩერებლად კოორდინირებულ მოქმედებებზე უნდა შეთანხმდნენ.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დონალდ ტრამპი, ასევე – ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


დიდი ოცეულის სამიტი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.


წყარო