რატომ გადაიფიქრა 20 წლის ბიჭმა თავის მოკვლა?

  • 25 მარტი 22:46

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ბალხამიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სუიციდის შესახებ წერდა, "მომაქციეთ ყურადღება, არ მინდა 20 წლის ასაკში თვითმკვლელობით დავამთავრო ცხოვრება", ახლა გულახდილად უყვება მიმდევრებს, თუ რის გამო გადაიფიქრა თვითმკვლელობა.

 

"მინდა გულახდილი ვიყო !



მოკლედ იმ ღამეს ძალზედ ცუდათ ვიყავი, მართლა ვაპირებდი, რომ დამემთავრებინა ეს რუტინა, თუმცა ასაკოვანი მშობლები, რომლებიც თვალებში შემომყურებენ, სამაგისოდ ვერ გავიმეტე...


გამახსენდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვები - ,,არასოდეს ! არასოდეს დანებდე ! "
ხოდა ვინც ცუდათ ხართ, გთხოვთ არასოდეს დანებდეთ.


ახლა კი მინდა დახმარება გთხოვოთ, მეუხერხულება მაგრამ, მოგეხსენებათ რა მდგომარეობაც არის მსოფლიოში, ორი მეგობარი მეხმარებოდა სწავლის გადასახადში საზღვარგარეთიდან, თუმცა იქ საქმე ძალიან გაფუჭდა...


ვისაც, რითი შეგიძლიათ, დამეხმარეთ.


Tbc GE30TB7738545061100084.


პ.ს პერსონალურად არავის შეწუხება არ მსურს...


მადლობა ყველას თანადგომისთვის."- წერს გიორგი ბალხამიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 20 წლის ბიჭი სოციალურ ქსელში წერდა, რომ თვითმკვლელობა არ უნდა და დახმარებას ითხოვდა.


ასევე დაგაინტერესებს:


მომაქციეთ ყურადღება !