ოკუპირებული აფხაზეთიდან 3 თვის ჩვილი ზუგდიდში პნევმონიით გადმოიყვანეს

  • 25 მარტი 22:19

ფახულანი-წყოუშის ე.წ. საზღვრიდან, ოკუპირებული საბერიოს სოფლის მკვიდრი 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდში, „ევექსის“ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს 2 დღე მაღალი სიცხე ჰქონდა და იგი მკურნალობდა ჩეღალის ამბულატორიაში, მაგრამ ვინაიდან სიცხემ არ დაუწია, ზუგდიდის „ევექსის“ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.


მედიკოსების თქმით, ამ წუთებში ბავშვს უტარდება ყველა საჭირო პროცედურა და მიცემული აქვს სიცხის დამწევი პრეპარტები.


წყარო