ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 25 მარტი 22:14

ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ეპარქიის მღვდელმთავარმა დაასახელა მოძღვრის ვინაობაც და თქვა, რომ იგი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.


"მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ - პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. მადლობა ღმერთს, რომ მას არ აქვს ვირუსის მძიმე ფორმა და ეს არ არის გართულებული სიმპტომატიკა“, - განაცხადა მეუფე საბამ.


ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.


ასევე დაგაინტერესებს:


წარმოადგენენ თუ არა მოძღვრები რისკ-ჯგუფს?


შეიზღუდება თუ არა ღვთისმსახურება?


წყარო