მარნეულელი ქალის დისშვილის პირველი კომენტარი

  • 25 მარტი 21:44

62 წლის მარნეულელი ქალის დისშვილი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურეს, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

 

ის "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სიმპტომებს ვერ გრძნობს. ის და მისი ოჯახის სხვა წევრები ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ არიან.


"17-ში იყო დღესასწაული. სახლში არ იმყოფებოდა დეიდა, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. როდესაც ის დაბრუნდა, ჩვენ უკვე სახლში არ ვიყავით. პირდაპირი კონტაქტი არ გვქონია. არც ჩახუტება ყოფილა, არც კოცნა, არაფერი აბსოლუტურად. რომ დაბრუნდა, საჭმელიც არ უჭამია, რომ ვთქვათ, რომ საერთო ჭიქასთან გვქონდა შეხება“, – ამბობს ახალგაზრდა ბიჭი.


ის ჰყვება, რომ 62 წლის დეიდა, რომელმაც სავარაუდოდ დააინფიცირა, ესწრებოდა ბებიის პანაშვიდს და დაკრძალვას, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იყო. სპეციალისტებმა ისინი შეამოწმეს, თუმცა COVID-19 არცერთ მეზობელს და ნათესავს არ დაუდგინდა. ვირუსის მატარებლები მხოლოდ ამ ქალის დისშვილები აღმოჩნდნენ.


 


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სქართველოში კორონავირუსის 75 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.