საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

  • 25 მარტი 20:55

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში - 4055 ადამიანი იმყოფება ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 ადამიანია.  მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10 ადამიანი.