გაზრდილია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 5 თვეში შვილზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

  • რეზონანსი
  • 4 ოქტომბერი 13:00

შსს-ს წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რომ 2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა.

გოგა ხატიაშვილმა კომიტეტზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა პრობლემად რჩება გამომძიებელთა შესაძლებლობების გაფართოება ამ კუთხით.


მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ამ პრობლემის გარშემო შესაბამისი უწყებების კოორდინაციის გაძლიერება.


"2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე", - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.


ოჯახში ძალადობა და ბავშვთა ფიზიკური დასჯა ცალკე თავად არის გამოყოფილი საქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს ანგარიშში. ანგარიში კომიტეტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა. პარლამენტში მისი განხილვის შემდეგ დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს გაეგზავნება.

წყარო: რეზონანსი