ამირან გამყრელიძე: ხვალ დილით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კვლავ გაიზრდება

  • 25 მარტი 00:02

"ხვალ დილით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კვლავ გაიზრდება" -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

"ეპიდემიას ვერ ავცდებით იმიტომ, რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო