კლინიკა „მედკაპიტალის" ექიმი: ჩვენს თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი

  • 24 მარტი 23:41

„პრაიმტაიმს“ „მედკაპიტალში“ დაუდასტურეს, რომ მათ თანამშრომელს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-დან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედპერსონალის თქმით, ამერიკიდან ჩამოსული ექიმი სამსახურში ერთი დღით მივიდა და მას შემდეგ აღარ მისულა.


"ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ორი კვირის წინ ამერიკაში იყო, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ეს იყო 9 მარტს. ერთი დღე კი იყო სამსახურში მოსული, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. გვითხრეს, თქვენ არაფერი გჭირდებათო. პოლიკლინიკა დიდი ხანია მორიგეობაზეა გადასული. ყოველდღე თითო ექიმი მორიგეობს.“ – ამბობენ „მედკაპიტალში“.


წყარო