იტალიელი ასკეტის რჩევები მათ, ვინც სახლშია

  • 24 მარტი 22:35

ხანდაზმული იტალიელი ასკეტი, მაურო მორანდი, რომელიც 30 წელზე მეტია, სარდინიში კუნძულ ბუდელიზე მარტო ცხოვრობს, რამდენიმე რჩევას იძლევა მათთვის, ვინც ახლა იძულებულია სახლში დარჩეს.

 

"ყოველ ზამთარს კარჩაკეტილობაში ვატარებ. რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ გამოვდივარ კუნძულზე. ამის ნაცვლად დროს ტენტის ქვეშ ზღურბლზე ყოფნაში ვკლავ. რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები ორი კვირით სახლში დარჩენას? ეს ხომ სასაცილოა.


გავიაზრე, რომ ყველაზე მშვენიერი, სახიფათო, ავანტურული და სასიამოვნო მოგზაურობა – ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავში, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ამ დროს სასტუმროში ხართ, თუ აქ, ტენტის ქვეშ, ბუდელიში. აი რატომ არის ბევრისთვის ასე რთული სახლში ყოფნა და არაფრის კეთება."- ამბობს იტალიელი ასკეტი.


წყარო