რატომ ფიქრობენ თბილისში, რომ COVID-19 თვეების წინ გადაიტანეს?

  • 24 მარტი 21:56

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გამოცემა "ალიასთან" ისაუბრა.

 

"არა, ეს არ არის სწორი, რადგან წინა თვეებში არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდებოდა ეს ვირუსი და მაინცდამაინც საქართველოში ვერ დაფიქსირდებოდა და მეორე – იმიტომ, რომ როდესაც ეპიდემია გაჩნდა ჩინეთში, დეკემბრის ბოლოს, ამის შემდეგ ჩვენთან დაიწყო ტესტირება, ყველას ვუკეთებდით ტესტებს და პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ 26 თებერვალს, ანუ, მხოლოდ ორი თვის მერე.
დავუშვათ და გვქონოდა ახალი კორონავირუსის შემთხვევები და ვერ ვხვდებოდით ექიმები, რა იყო და გვეგონა გრიპი – ის იმ ორ თვეში მაინც აუცილებლად გამოჩნდებოდა, როცა ტესტირებას ვაკეთებდით, ანუ, იანვარ-თებერვალში ის აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. რახან იანვარ-თებერვალში არცერთი შემთხვევა არ გამოჩენილა და მხოლოდ 26 თებერვალს გამოჩნდა პირველი, ე.ი. საქართველოში მაგ პერიოდში ახალი კორონავირუსი ნამდვილად არ იყო.


- ე.ი. ეს იყო სხვა ვირუსი, რომელიც მიდიოდა რთულად?


- ხო, შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ტიპის, თუნდაც იგივე კორონავირუსის ძველი ტიპი იწვევს გრიპის მსგავსს ავადობას – ზოგჯერ რთულად მიდის და ზოგჯერ ნაკლებად რთულად – ეს ცალსახად იყო სხვა ვირუსიები და არ იყო ახალი კორონავირუსი," - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.


წყარო