„გადასცეს “პარაგრაფის” სასტუმრო საკარანტინო სივრცისთვის – მე ჩემი სახლი გადავეცი”

  • 24 მარტი 21:40

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, "პარაგრაფის" სასტუმრო კარანტინის სივრცისთვის გამოყოს.

 

"მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.
გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ."- წერს სააკაშვილი.