"მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს?"

  • 24 მარტი 21:29

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რათა მოხდეს კორონავირუსის პრევენცია.

"გთხოვოთ ყველას, დარჩეთ სახლში , ეს ერთადერთი გზაა, გადავარჩინოთ საკუთარი თავიც, მაგრამ რაც უფრო მთავარია, გადავარჩინოთ ყველა სხვა, იმიტომ რომ ყველა სხვის გამოა სიცოცხლე ღირებული, თორემ მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვმნელობა აქვს. ამასთანავე, სხვისი გადამრჩენი ცოტათი მაინც გმირია და საკუთარი თავის გადარჩენა ვერაფერი საამაყო.
აი, ფოტოდოკუმენტი, როგორ პასუხისმგებლიანად და მორჩილად ვსეირნობ საკუთარ და არა სხვის აივანზე და ვიპარავ ჩემ წილ მზის სხივებს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
ალავერდი Tinatin Tina Nino Gelashvili Beka Kurkhuli"- წერს ფსიქოლოგი.