„ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად“

  • 24 მარტი 19:43

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩვენ გადავრჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ სრულად ვერ გადავრჩებით.

 

 

ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად. რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.