კაცს, რომელსაც დიდი ხანია, ცოლი არ ჰყავს, ძალიან შეაშინებს დაქორწინება

  • თბილისელები
  • 24 მარტი 14:16

მამაკაცები დიდწილად კონსერვატორები არიან. შესაბამისად, კაცს, რომელსაც დიდი ხანია, ცოლი არ ჰყავს, ძალიან შეაშინებს დაქორწინება, რადგან ძალიან უჭირს თავის ძვირფას თავისუფლებას შეელიოს.

თუმცა, თუ ის დაჟინებით ცდილობს თქვენს შეტყუებას თავის ცხოვრებაში, ეს უეჭველი სიყვარულის ნიშანია.


მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით: თუ უფლებას მოგცემთ, მის სახლში რამე გააკეთოთ, დაალაგოთ, ჭურჭელი დაურეცხოთ და საჭმელი მოუმზადოთ – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცოლად უნდიხართ. შესაძლოა, უბრალოდ ზარმაცია და არ სურს ამ საქმით თვითონ შეიწუხოს თავი.


აუცილებელია გახსოვდეთ, რომ :


* ნებისმიერი სიახლოვე მოითხოვს კომპრომისებისთვის მზადყოფნას. თუ მამაკაცი თქვენ გამო უარს ამბობს თავის ჩვევებზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მეგობრებზეც კი, ანუ, ის ცდილობს, თქვენ გამო შეიცვალოს, შეცვალოს თავისი გეგმები, დაგითმოთ თავისი დროის დიდი ნაწილი, ეცადეთ, ბოროტად არ ისარგებლოთ მისი გრძნობით. მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, თუ ასეთი სიყვარული არ დაუფასდება;


* როცა საყვარელი ადამიანი ცდილობს, ხასიათი შეგიწყოთ, თქვენი სურვილები გამოიცნოს, უხარია, თუ სიამოვნება მოგანიჭათ, შეძლო თქვენი გახალისება, გაოცება, გაცინება და დაცვა – დააფასეთ ეს და იყავით ბედნიერი;


* როგორც ამბობენ, ქალმა უკეთ იცის სიყვარული, ვიდრე ნებისმიერმა მამაკაცმა. ის სიყვარულს გრძნობს და არანაირი თვალსაჩინო ნიშნები არ სჭირდება. დაუჯერეთ თქვენს ინსტინქტებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და შეძლებთ მამაკაცში სიყვარული მაშინაც კი გააღვიძოთ, როცა ის ამისათვის მზად არ არის.

წყარო: თბილისელები