მერკერი კორონავირუსზე: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევის წინაშე არ ვმდგარვართ

  • 19 მარტი 11:25

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის პანდემიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა უწოდა.

"მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, რომელსაც ასეთი დონის ერთიანობა დასჭირდებოდა. მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კანცლერმა.


წყარო.