ცერცვაძე: კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა

  • pia.ge
  • 18 მარტი 20:56

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, COVID 19-ის მეოთხეულ გადაცემასთან დაკავშირებით სპეციალისტები და ექსპერტები მის აზრს იზიარებენ.


"ექსპერტების მოსაზრება გაიყო. ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა ე.წ. მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობისაც, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რადგან პაციენტი ამბობდა ვისგან დაინფიცირდა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება ან თუ არის ეს ერთადერთი შემთხვევაა. ვთვლი, რომ ჯერ არ არის",- განაცხადა ცერცვაძემ.


ცნობისთვის,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მსოფლიოს ქვეყნების მიმართ ერთგვარი მესიჯი გააჟღერა და მოუწოდა მათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ახალ ინფექციაზე.


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა.


რაც შეეხება საქართველოს, 18 მარტის მონაცემებით, ვირუსის 38 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
საზოგადოება

სრული ვერსიის ნახვა pia.ge