„თეგეტა მოტორსი“ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს გთავაზობთ

  • 17 თებერვალი 22:20

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს.

ყველაზე ხშირ ყურადღებას სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს, რადგან სწორედ ისინია ყველაზე ცვეთადი დეტალები. სამუხრუჭე ხუნდის ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი აქვს. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური.


შეცვლის საჭიროების ერთ-ერთი მკაფიო მანიშნებელია ხმა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვისს. თუმცა, თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ჭკვიანი მოწყობილობებით, რომლებიც შეცვლის საჭიროების დადგომისას, პანელების დაფაზე შესაბამისი ინდიკატორის ანთებით გვაძლევს სიგნალს.


ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს გერმანული პრემიუმ ბრენდის ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებს სთავაზობს, რომლის სრულყოფილებაც მომხმარებლის ნდობას ამართლებს. ასევე, საყურადღებოა, რომ ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აზბესტს.


ATE-ს პროდუქცია ორიგინალი კომპლექტაციის შესაბამისი ხარისხის არჩევანი და საუკეთესო ინვესტიციაა უსაფრთხოებასა და კომფორტში. ATE შედის გერმანული უმსხვილესი კონცერნის „Continental AG“-ს ჯგუფში, რომლის ინჟინრებს სამუხრუჭე კომპონენტების წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. ATE 1906 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ლიდერობას არ თმობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გერმანიაში N1 გაყიდვადი ბრენდია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიაში ყოველი მე-2, ხოლო მსოფლიოში ყოველი მე-4 ავტომობილი ATE-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხუნდების შეცვლისას საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, რადგან არასწორად შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა, მწყობრიდან გამოიყვანოს მთლიანად სამუხრუჭე სისტემა, საფრთხეში ჩაგაგდოთ თქვენც და თქვენი გარშემომყოფებიც. ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით, როგორებიცაა: მცირე სამუხრუჭე მანძილი, გადახურებისადმი მდგრადობა, ეკოლოგიურობა და ოპტიმალური საექსპლუატაციო ვადა, რაც საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ დაზიანებისა და უსიამოვნო ხმის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.