28 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newpost.ge
  • 27 სექტემბერი 23:17

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 28 სექტემბერი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ვერძი - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონიასა და კომპრომისს უნდა მიაღწიოთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრების დასახმარებლად. ნუ აქცევთ ყურადღებას ცრურწმენებს.


კურო - ნაკლებად დაუგდეთ ყური "კეთილისმსურველებს". აგრეთვე მათ, ვინც თქვენთან საწუწუნოდ მოდის. მეტი დრო გამონახეთ საოჯახო საქმეების შესასრულებლად.


ტყუპი - ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ზედმეტი ვალდებულებებით. მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სანამ საკუთარ ცხოვრებას არ გაიუმჯობესებთ სხვას ნურაფერს დაპირდებით.


კირჩხიბი - გარშემო მყოფები ემოციურ ადამიანად აღგიქვამენ. ნუ მიგაქვთ ყველაფერი გულთან ახლოს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.


ლომი - კარგი დღეა საზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩასაბმელად. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.


ქალწული - სამსახურში/სასწავლებელში მომხდარი ცვლილებები დაკვირვებასა და გადახედვას საჭიროებს. მეუღლეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობას.


სასწორი - გარშემო მყოფები აქტიურად ცდილობს თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენთვის ჭკუის სწავლებას. დიპლომატიურად და ღიმილით მიუჩინეთ ყველას თავისი ადგილი.


მორიელი - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს დღეს ნუ მიიღებთ. გადახედეთ შემოთავაზებულ წინადადებებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.


მშვილდოსანი - თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ, მაგრამ შეგიძლიათ საღამოს სამომავლო გეგა ჩამოწეროთ.


თხის რქა - წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ეცადეთ, "თავში არ აგივარდეთ". იყავით მშვიდი და გაწონასწორებული, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge