პრემიერი: ომი გამოსავალი არ არის

  • pia.ge
  • 27 სექტემბერი 10:17, 2019 წელი

„24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი  და ერთიანი საქართველო, ეს არის ის რაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, აფხაზებს და ქართველებს იმის გაგება და შეგრძნება აერთიანებს, რომ ომი იყო ყველაზე დიდი ტრაგედია.


„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული დღეა. კიდევ ერთხელ ვამბობ თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა როდესაც 26 წლის წინ სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ როგორც ჩვენ ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს. გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო, ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ რომ ომი არ არის გამოსავალი.  24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო  და ერთიანი საქართველო, ეს არის ის რაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge