თბილისში, 20 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

  • pia.ge
  • 24 სექტემბერი 16:37, 2019 წელი

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 20 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ჩაიდინა.

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge