"ბევრი დავკარგე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჭკუა მენანება" - ოზი ოზბორნი

  • fortuna.ge
  • 23 სექტემბერი 11:07

“არც საკუთარი ცხოვრებით ვამაყობ, არც საკუთარი გაუნათლებლობით, არც ლოთობით, არც ნარკომანობით და განსაკუთრებით არ მეამაყება, რომ ღამურას მოვაჭამე თავი, მაგრამ ხომ შეიძლება უარესიც მომხდარიყო და სტინგად დავბადებულიყავი?!

ხუმრობს Black Sabbath-ის შემქმნელი და ლიდერი, რომელმაც საკუთარი არაორდინალური, ხშირად ეპატაჟური ქცევით გაითქვა სახელი.


ცნობილი გამონათქვამები:


არც ისეთი შეშლილი ვარ, როგორც ბევრს ჰგონია, მე ბევრად უარესი ვარ!


ადამიანები ძალიან ცდებიან, როცა საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ


ცოფზე ამცრეს, როცა ღამურას თავი მოვაჭამე. იმედია, ყველაფერი წესრიგშია და ღამურაც კარგადაა ცოფიანი ოზის კბენის შემდეგ.


ბევრი დავკარგე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჭკუა მენანება.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge