"სიყალბეში კიდევ სიყალბეს რომ ირჩევ, უკვე დასასრული ხარ და კიდევ, ქვის წერტილი ... " - პეტრე კოლხი

  • 23 სექტემბერი 10:41, 2019 წელი

"რა უაზრო თამაშია, ბევრი სიცრუე და მოჩვენებითობებია ცხოვრება", - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. 

"რა უაზრო თამაშია, ბევრი სიცრუე და მოჩვენებითობებია ცხოვრება. სიყალბეში კიდევ სიყალბეს რომ ირჩევ, უკვე დასასრული ხარ და კიდევ, ქვის წერტილი... რატომ, რატომ ირგებ გაცვეთილი ნიღბით, ნიმფების და სატირების სამყაროში ხეტიალს... გიჯობს თავით დაეჯახო სინამდვილეს, თუნდაც შეეწირო... ათასი ადამიანი რომ გამოიგონო, მაინც მარტო ხარ... ამ სიმარტოვეში იპოვნი საკუთარ თავს, ყველაზე ერთგულ და სანდო თანამგზავრს", - წერს კოლხი.