4468-მა პატიმარმა შესაძლოა პრეზიდენტს უჩივლოს

  • resonancedaily.com
  • 22 სექტემბერი 21:50

შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 4468 ადამიანი ელოდება. ეს იმ მსჯავრდებულებია, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

კონსტიტუციონაისტები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსჯავრდებულის განცხადება განიხილოს და მას ერთპიროვნულად არ აქვს უფლება ამ პროცესის შეჩერებაზე, ან საერთოდ გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. 


კონსტიტუციონალისტების თქმით, ჯერჯერობით, რადგანაც მორატორიუმის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მხოლოდ სიტყვიერად გამოაცხადა, კონსტიტუცია არ ირღვევა.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com