რუსთავში მარიხუანასგან გათიშული სკოლის მოსწავლე ქუჩაში იპოვეს 

  • inforustavi.ge
  • 21 სექტემბერი 15:32

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული რის გამოც გონება დაკარგა.


ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.


სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge