13 წლის ძებნილი მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე პოლონეთში დააკავეს

  • 21 სექტემბერი 14:51

წარმოშობით ქართველი ბესიკ კოჩალიძე, რომელსაც რუსეთში აზერბაიჯანელი თანაკლასელის მკვლელობას ედავებიან, პოლონეთში 13 წლის შემდეგ დააკავეს.

შემთხვევა 2006 წელს მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც ერთ სკოლაში სწავლობდნენ, იკამათეს. ამის შემდეგ კი ქართველმა აზერბაიჯანელი მოკლა.


საქმის მასალების მიხედვით, კოჩალიძემ გარდაცვლილს დანით ჭრილობა 14-ჯერ მიაყენა. მოზარდი ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.