თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა

  • 21 სექტემბერი 14:38

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.