ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას - სუიციდის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის დეიდის ემოციური პოსტი

  • 21 სექტემბერი 13:29

სოფელ ჭოგნარში სუიციდის შედეგად გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის დეიდა ლია ადამაძე სქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას შვილებისთვის სიყვარულის სწავლისკენ მოუწოდებს.

"ასწავლეთ სიყვარული ასწავლეთ შვილებს!!


პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლათ ამოგძახებთ!!.
გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი მოყვარე სიყვარულში ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!!.


ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას, მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბორეტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიყავთ ადამიანები! მოზაედები! მოხუცები!!!


ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული !!!!.


ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს !!."



14 წლის ბიჭი, საკუთარი სხლის ეზოში ჩამომხრჩვალი 3 დღის წინ იპოვეს. მოზარდის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. ლუკა კი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა.


გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცვხლის მოსპობამდე მიყვანს გულისხმობს. ჭოგნარის პოლიცია მოზარდის მეგობრებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა.