შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

  • 21 სექტემბერი 12:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22, გრადუსი დაფიქსირდება.


თბილისში 21 სექტემბერს დღისით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.


22 სექტემბერს კი, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ელჭექით. ტემპერატურა +9,+22 იქნება. ასევე, ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში +8,+22 გრადუსი იქნება.