ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 20 სექტემბერი 13:08, 2019 წელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.


22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge