კოკა-კოლას თანამშრომელმა, რომელმაც ოფისიდან 133 000 ლარი მოიპარა დაკავებულია - ვიდეო

  • 18 სექტემბერი 23:11

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

 ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ავცხადებენ შსს-ში. 


გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.