ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება - შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

  • imedinews.ge
  • 18 სექტემბერი 22:39

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ, წერს Reuters.

ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვინც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. 


გამოცემის ცნობით, ინდონეზია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მუსლიმურ სამყაროში.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge