ამერიკაში 18 წლიდან 44 წლამდე ქალისთვის პირველი სექსუალური გამოცდილება გაუპატიურება იყო

  • 18 სექტემბერი 17:59

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენების გაუპატიურებად აღწერა ზუსტია", - ამის შესახებ ექიმმა ლორა ჰოქსმა განაცხადა, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მკვლევარია და ასევე ამ კვლევის თანაავტორია.

კვლევის მიხედვით ქალების საშუალო ასაკი, რომლებსაც იძულებითი პირველი სექსუალური გამოცდილება ჰქონდათ 15.6 წელია, მოძალადე კი ამ დროს მათზე საშუალოდ 6 წლით უფროსი იყო.


კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ ქალების საშუალო ასაკი, რომლებსაც პირველი სექსუალური გამოცდილება ნებაყოფლობით ჰქონდათ და ის 17.4 წელია. ინფორმაციას JAMA Internal Medicine ავრცელებს.


გარდა ამისა, კვლევაში მოხვედრილი ქალების 50% ამბობს, რომ დამნაშავე მათზე უფროსი იყო.  


ამასთან ერთად, 30%-ზე მეტის თქმით, ისინი ძალადობის შედეგად, ცხოვრებაში პირველად დაორსულდნენ და თან მათი ნების საწინააღმდეგოდ.


კვლევა მთლიანობაში 13 310 ქალის მონაცემებს შეიცავდა, 18 წლიდან 44 წლამდე კატეგორიაში. მონაცემები კი, რომელიც JAMA-მ დაამუშავა 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა