როგორ ვებრძოლოთ შემოდგომის დეპრესია

  • trend.ge
  • 18 სექტემბერი 11:15

ადამიანების დიდ ნაწილზე შემოდგომა მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს. წვიმა, სიცივე, დღის ხანგრძლივობის შემცირება შემოდგომის დეპრესიის განმაპირობებელი ხდება.

 

ამ დროს ადამიანის ტვინი გამოყობს ნაკლებ სერატონინს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე, ჭამის ჩვევებზე და ძილზე.


რა უნდა გააკეთოთ შემოდგომის დეპრესიის დასაძლევად?


1. წადით გარეთ, ბუნებაში - ნუ ჩაიკეტებით სახლში. უფრო მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ისეირნეთ, შეხვდით ადამიანებს დღის შუქზე. მალევე შეამჩნევთ, როგორ გამოგისწორდებათ ხასიათი და როგორ გახდებით უფრო ენერგიულები.


2. კარგად გამოიძინეთ - ეცადეთ, რომ დღე-ღამეში რეგულარულად რვა საათი გეძინოთ. თუ ძილის რეჟიმს მოიწესრიგებთ, დეპრესიის დაძლევას უფრო მარტივად შეძლებთ.


3. გადახედეთ კვების რაციონს - სეზონური დეპრესიის დასაძლევად აუცილებელია რომ იყოთ ენერგიულები, ამისთვის კი, ჯანსაღი საკვები და სწორი კვების რეჟიმი გჭირდებათ. მიირთვით ბოსტნეული, ხორცი და გაამდიდრეთ სხეული ვიტამინებით.


4. ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან - დაკავდით მათთან ერთად დაინტერესო აქტივობებით.


5. ივარჯიშეთ - ვარჯიში ყოველთვის კარგი იდეაა და ის დამატებით გმუხტავთ, ახალი ენერგიით გავსებთ, დეპრესიის დამარცხებაში გეხმარებათ. ვარჯიშის დროს წარმოიქმნება ენდორფინები, რაც თქვენი ბედნიერების ხარისხს ზრდის.


6. მიიღეთ D ვიტამინი - D ვიტამინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ბედნიერების განცდის პროვოცირებისთვის (შენიშვნა: D ვიტამინის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით).


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge