18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

  • 18 სექტემბერი 10:08

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიითაა გაჯერებული, რაც პრობლემას ჯანმრთელობას შეუქმნის.

მეტი დაისვენეთ და ჩაიტარეთ ჯანმრთელობის პროფილაქტიკული ღონისძიებები.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური დღეა ცოდნის გადასამოწმებლად, კარგია საუნის მიღება, მასაჟი. პოზიტიური დღეა ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ახალი, მასშტაბური პროექტების დასაწყებად, მოგზაურობისათვის, საყიდლებისთვის. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.


ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. ამ ორგანოებზე ოპერაციული ჩარევა, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, არ არის მიზანშეწონილი.