სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული

  • radiotavisupleba.ge
  • 17 სექტემბერი 00:39

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

მსჯავრდებული დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც შეიწყალეს.


ირაკლი ჩომახაშვილი ბეჟანიძის დამნაშავედ ცნობას იმთავითვე მიიჩნევდა დაუსაბუთებელად, უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად.


ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.


პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.


ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge