35 წლის ქალს ქმარი ბავშვების თვალწინ აუპატიურებდა

  • primetimenews.ge
  • 16 სექტემბერი 22:21

35 წლის ჯეინ ჰანმორი გამოცემა Mirror-თან ყვება, რომ მას წლების განმავლობაში ქმარი შვილების ტვალწინ აუპატიურებდა. 

სისტემატიური ძალადობის მსხვერპლმა პოლიციას გასულ წელს მიმართა, რის შემდეგაც მოძალადე ქმარს ბრალი ოფიციალურად წარდუგინეს. ბრაიან ჰანმორმა გაუპატიურების 5 ეპიზოდი აღიარა. ინგლისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


რატომ გადაწყვიტა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი?


„მე ვსაუბრობ, რადგან სხვა ქალებს ვაჩვენო, რომ ამ მდგომარეობიდან გაქცევა და სამართლიანობის აღდგენა გვიანი არასდროს არის“, - ყვება ჯეინი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს ქალებს საჯაროობისკენ მოუწოდებს სიტყვებით - „უნდა ხმამაღლა გამოვიდეთ იმ მონსტრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ ბოროტად გვიყენებენ“.  


„როდესაც ჩვენი ვაჟი 5 თვის იყო, მან პირველად გამაუპატიურა, რადგან სექსზე უარი ვუთხარი. ამის შმდეგ ვფიქრობდი, რომ ამზრზენი ვიყავი, მრცხვენოდა. ვინმესთვის, რომ გამემხილა, ვშიშობდი, რომ არავინ დამიჯერებდა“, - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge