ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა

  • 15 სექტემბერი 13:51

ჭავჭავაძის 32 ნომერში, სამუშაოების შესრულების დროს,  მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე მიწის ქვეშ იყო მოყოლილი.  მათივე ცნობით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდენენ სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც პიროვნება გარდაცვლილი დახვდათ.


არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და მუშა კერძო შეკვეთას ასრულებდა.


ამ დროისთვის ადგილზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.