ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

  • 15 სექტემბერი 12:24

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 

შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მამაკაცი შეეჭრა.


"ქალბატონმა მოასწრო 112-ში დარეკვა და ინციდენტის ადგილზე უსწრაფესად გამოცხადდნენ ქალაქის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ვიდრე ეს მოხდებოდა, საშინელი ხმაური ისმოდა და სანამ გამოვერკვიეთ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. როგორც ვიცით, მამაკაცებმა ქალბატონის გაუპატიურება სცადეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა ხარებავას ქუჩის ერთ-ერთმა მკვიდრმა.


"პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 19-137 ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია 1 მამაკაცი. გამოძიება კი გრძელდება. აღნიშნული მუხლი 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.