13 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newpost.ge
  • 12 სექტემბერი 23:49

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 13 სექტემბერი? გაიგეთ, რას გვირჩევენ ასტროლოგები ხვალისთვის :

ვერძი - ცლილებების დღე გელით, მაგრამ სიახლეების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. იყავით მზად, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ.


კურო - დღეს არავინ მოგცემთ მოწყენისა და განმარტოების უფლებას. პოპულარული ხართ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.


ტყუპი - ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად გარიგებენ ჭკუას და გირჩევ, როგორ მოიქცეთ, დიპლომატიურად მოიცილეთ თავიდან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ინტერესების დაცვას.


კირჩხიბი - საინტერესო ადამიანების გაცნობა და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებებსა და სოციალურ ღონისძიებებს.


ლომი - პროფესიონალებთან, მაგრამ ცოტა უცნაურ ადამიანებთან მოგიწევთ თანამშრომლობა. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ.


ქალწული - ეცადეთ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობაზე.


სასწორი - გვერდზე გადადეთ მოსაწყენი ვალდებულებები და საყვარელ
ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.


მორიელი - გამოასწორეთ შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. სამსახურის საქმეები დროულად დაასრულეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად რომ გაატაროთ.


მშვილდოსანი - დღეს მოგვარდება რთული საქმეები (გაირკვევა რთული საკითხები), რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო გაჯანჯლდა და ღამე მშვიდად შეძლებთ დაძინებას.


თხის რქა - მუშაობის პარალელურად საკუთარ თავს ზოგჯერ დასვენების და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება უნდა მისცეთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვინც პოზიტივით დაგმუხტავთ.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge