Audi-ს ახალ ავტომობილებს გზას დრონები გაუნათებს - ნახეთ ვიდეო

  • 12 სექტემბერი 18:09

გერმანულმა კომპანია Audi-მ, რომელიც ბაზარზე 1910 წლიდან არსებობს ფრანკფურტის 68-ე საერთაშორისო გამოფენაზე ახალი ელექტრომობილი წარადგინა.

Audi AI: Trail-ი ავტომობილს ფარები არ ექნება და გზას დრონები გაუნათებს.

 

ფარების ფუნქციას შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ, გზას გაანათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეოგამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ.


კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილის უკანა სავარძლის მოხსნა და მატი ჰამაკებად გამოყენება იქნება შესაძლებელი.


ერთი დამუხტვით ავტომობილი 400-500 კილომეტრს გაივლის.


ამის შესახებ უცხოური გამოცემა The verge-სი წერს.