სამი ახლად დაწურული წვენი, რომლიც მიღებაც დილით განსაკუთრებით სასარგებლოა

  • okmagazine.ge
  • 12 სექტემბერი 17:12

ახლად დაწურული წვენი დილას ნამდვილად გაგიხალისებთ.

 გემრიელია და თან სასარგებლოც. წარმოიდგინეთ, რამდენ ენერგიას და ვიტამინს მიიღებს თქვენი ორგანიზმი დილიდანვე. მაგრამ, ყველაფერს თავისი წესები აქვს. წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგანაც 20 წუთის შემდეგ თავის ღრებულებას კარგავს. ასევე, მიირთვით არა მშიერ კუჭზე, არამედ საუზმის შემდეგ. სასურველია ნახევარი საათის დისტანციით.


ფორთოხლის და სტაფილოს წვენი - ყველასთვის ცნობილია, რომ ფორთოხლის წვენი საუზმეზე ძალიან სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი C-ა, რაც გაციებას აგარიდებთ თავიდან. სტაფილოს წვენი არანაკლებ სასარგებლოა - ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალების შემადგენლობით: ნატრიუმი, კალციუმი და რკინა. ამ ორი პროდუქტის შერწყმით იმუნურ სისტემას მხარდაჭერას გამოუცხადებთ. მაგრამ, მიიღეთ ზომიერად!



ტომატის წვენი - ცოტამ თუ იცის, რომ 1 ჭიქა ტომატის წვენი ცოტაოდენ კალორიას და C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. ამის წყალობით ის დიეტურ პროდუქტად ითვლება. ის ახდენს მეხსიერების სტიმულირებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს. ასევე, იღებს მონაწილეობას სეროტინის გამომუშავებაში, რომელიც ნერვული სისტემის დაძაბულობას ხსნის.



მწვანე წვენი - მწვანე წვენის პოპულარობა გასაკვირი არაა. ის მეცნიერების მიერ „ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის ელექსირადაა აღიარებული“. მწვანე წვენებში (ძირითადად ეს არის შემდეგი პროდუქტების ნაზავი: კომბოსტო, ოხრახუში, ვაშლი, ლიმონი, ნიახური, კიტრი და ისპანახი) დიდი რაოდენობით მკვებავი ნივთიერებაა. 1 ჭიქა მსგავსი სასმელი ორგანიზმს მთელი დღის ენერგიით მოამარაგებს.



 


 

სრული ვერსიის ნახვა okmagazine.ge