იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს- (ვიდეო)

  • imedinews.ge
  • 12 სექტემბერი 16:49

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ La Nuova იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, 42 წლის კ. კ. ქალაქ მესტრეში აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით მას ბინების საკეტების გატეხვის სპეციალური ტექნიკა ჰქონდა, რომლის გამოყენებისას ის კვალს არ ტოვებდა.


კაცი სახლებში პლასტიკური ბარათის საშუალებით აღწევდა და ღამეში 3-4 ბინის გაქურდვას ახერხებდა.


La Nuova-მ საკუთარ Youtube გვერდზე ატვირთა მესტრის პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელზეც დაკავებულის მიერ ერთ-ერთი ბინის გაქურდვის პროცესია ასახული.


ნახეთ ვიდეო

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge