ტოპ 7 ყველაზე დაუჯერებელი გზა, მათ შორის საქართველოც არის

  • fortuna.ge
  • 12 სექტემბერი 16:19

ჩვენც ვცხოვრობთ პლანეტაზე უამრავი საოცარი საგნებით, რომლებიც ჩვენს გარშემოა და მათ რიცხვს მიეკუთვნება რამდენიმე საავტომობილო გზაც.

გზა შესაძლოა მიმზიდველად მოგეჩვენოთ, თუმცა სახიფათო თავგადასავალსაც მოიცავს.


გამონაკლისი არც საქართველოა. საკმაოდ დიდი რაოდენობის რთული და სახიფათო გზაა საქართველოშიც. ზოგიერთ მათგანზე სტატიის ბოლოს ვისაუბროთ.


ბოლდუინ სთრითი
ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო დაღმართი, რომელიც ახალ ზელანდიაში ქალაქ დანიდინშია. თუ 5 მეტრს ჰორიზონტალურად გაივლი, მერე შეიძლება ერთი მეტრი ვერტიკალურად ჩაიარო. მძღოლმა მანქანა არ უნდა შეაჩეროს, რომ არ ჩაუქრეს.



მაკ მერდო
ყველაზე ყინულოვანი საფარის შოსე, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია. ის აერთებს ამერიკის ანტარქტიკის სადგურებს მაკ მერდოსა და ამუნდსენ სკოტს. ზედაპირი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, გვერდებზე წითელი ალმებია თვალსაწიერისთვის. შოსე უსაფრთხო არ არის, იზოლირებულია და მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.



ნორტ იუნგას როუდი
მიეკუთვნება ყველაზე საშიშ ტრასებს, 65.5 კმ-ია. მდებარეობს ბოლივიაში. იწყება დედაქალაქ ლა პასიდან, გადის მთებში ქალაქ კოროიკომდე. ყოველწლიურად აქ ტრაგიკულად იღუპება 200-დან 300 ადამიანი, ამიტომ მას „სიკვდილის გზას“ უწოდებენ.



ტრასის სიგანე დაახლოებით 3 მეტრია, ძირითადი ნაწილი არ არის შემოსაზღვრული და დაახლოებით 600 მეტრ სიმაღლეზეა. შემოდგომის ბოლოდან ნალექების სეზონი იწყება, ძლიერი წვიმებია, ნისლი და ხილვადობა რთულდება, მთიდან წყალი ჩამოდის, რაც გზას ტალახიანს ხდის. ზაფხულში კი მოძრაობას ართულებს მტვერი და ქვიშა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge