ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები სიცოცხლეს გადაარჩენს

  • სარკე
  • 12 სექტემბერი 16:00

პირველი ოპერაცია, რომელსაც ახალდაბადებულს უკეთებენ, არის ჭიპლარის მოჭრა. 

 ამიტომაა ეს პროცედურა ხალხის თქმაში ბავშვის დაბადების, ამქვეყნად გაჩენის დროის აღმნიშვნელიც“ ( „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი; თ. სახოკია).


და არა მარტო….უკვე მეცნიერულად დადგენილი ფაქტია, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ადამიანის სიცოცხლეზე მომავალშიც ზრუნავს. თუმცა, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ  მშობლები გადაწყვეტენ შვილის მომავალი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვითაც უზრუნველყონ. დაზღვეული არავინ არაფრისგან არის, რა ვიცით რა ხდება, ეს უნიკალური უჯრედები კი მომავალი საფრთხეებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა –  დარწმუნებით აცხადებენ თანამედროვე სწავლულები, რადგან ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით, ძვლის ტვინის მსგავსად, უკვე არაერთი უმძიმესი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ლეიკემია, ლიმფომა და სხვა ონკოლოგიური დაავადებები. მეტიც, ამბობენ, რომ  უჯრედული თერაპიისთვის დონორის ძვლის ტვინზე უფრო ეფექტური და  უსაფრთხო ალტერნატივა ჭიპლარის სისხლია. ალბათ, ამიტომაც, დღეს მთელ მსოფლიოში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვის  ბუმია – ნმშობლები  ახალდაბადებული ჩვილების  ჭიპლარის სისხლს ინახავენ, რათა  მომავალში შვილები სხვადასხვა დაავადებებისგან დააზღვიონ. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები უკვე 20 000-ზე მეტ ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს.


საქართველოში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვა ბანკ „ჯეოქორდში“ (სამედიცინო დირექტორი გოჩა შათირიშვილი) მსოფლიო სტანდარტებით ხდება. ბანკში უკვე ათასობით ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი ინახება. „ჯეოქორდი“ კერძო ბანკია (საქართველოში ღეროვანი უჯრედების საზოგადოებრივი ბანკი არ არსებობს- რედ.) და იქ შენახული ჭიპლარის სისხლი გამოიყენება როგორც თავად მფლობელისთვის, ისე მისი დედმამიშვილისთვის  და მშობლისთვისაც, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და დონორი ვერ მოიძებნა. აღდგენით მედიცინაში ძირითადად საკუთარი ჭიპლარის სისხლი გამოიყენება, ტრანსპლანტაციურ მედიცინაში კი – საკუთარი ან დედმამიშვილის.


ჭიპლარის სისხლი მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან (მომყოლი) სპეციალურ პაკეტებში გროვდება. ჩვეულებრივ, შეგროვებული სისხლის რაოდენობა 40 -140 მლ შორის მერყეობს. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე  ახალშობილისთვის

წყარო: სარკე