"მას რომ ძალა გააჩნდეს, არასდროს დათმობდა ყველაზე ღირებულს-პიროვნულ დამოუკიდებლობას"

  • 12 სექტემბერი 14:42

"ადამიანის ცხოვრება ნაკადულს უნდა ჰგავდეს... ხმაურიან, დაუმორჩილებელ, სწრაფ, თავდაყირა მოცეკვავე ნაკადულს", -ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. 

"უძრაობა უსიცოცხლო მდგომარეობას აჩვევს ადამიანს. ძალას ართმევს და მარიონეტად აქცევს, რომელსაც მარტივად მართავენ. გარედან უფრო ადვილი შესამჩნევია. დიდი ბრძოლა გიწევს, მასაც დაანახო, ვინც შინაგან მოკვდინებას განიცდის. ის იმდენად დაბრმავებულია, აუცილებლად გიპასუხებს, ,,რა თქმა უნდა კარგად ვარ"!.. ან როდის იყო ადამიანი საკუთარ თავს ბოლომდე აცნობიერებდა. თითქოს ცდილობს, თითქოს ფაფხურობს, მაგრამ ურთულესია იმ ჩარჩოს თავი დააღწიოს, სადაც გამოკეტეს და დაარწმუნეს, რომ ეს არის საუკეთესო პირობები. სუსტი, ლმობიერი და ინერტული ასეთი ,,მოკეთეების" კლანჭებს თავს ვერ აღწევს. ყველაფერიც რომ დაკარგოს, ჩათვლის, რომ ასე იყო საჭირო... არადა, თავისუფლება წართმეული უკვე ლეშია. უშინაარსო და ყველა ემოცია ჩამკვდარი ლეში... მას რომ ძალა გააჩნდეს, არასდროს დათმობდა ყველაზე ღირებულს-პიროვნულ დამოუკიდებლობას... არასდროს შეუშინდებოდა გამოწვევებს და მიიღებდა სათანადო გადაწყვეტილებებს... ადამიანის ცხოვრება ნაკადულს უნდა ჰგავდეს... ხმაურიან, დაუმორჩილებელ, სწრაფ, თავდაყირა მოცეკვავე ნაკადულს... ერთ ადგილას გაყინული, უმოძრაო, ნელი, ზანტი ადამიანი კი დაგუბებულ წყალს ემსგავსება, რომელიც მალე ჭაობად გადაიქცევა... ბაქტერიებიც ადვილად დაბინავდებიან",- აღნიშნავს კოლხი.